ლელა კაკულიამ კოვიდი გადაიტანა. ვირუსულმა ინფექციამ მისი ჯანმრთელობა მკვეთრად შეარყია და სარეაბილიტაციო კურსის გავლა დასჭირდა.
“დედას ფილტვებში წყალი ჩაუდგა და პნევმონია განვითარდა. მედიკამენტების საშუალებით გამოჯანმრთელდა.
ჟანგბადის აპარატზეც იყო, რომ ამომშრალიყო ის სითხე, რაც ფილტვებში დაგროვდა. მერე ნევროლოგი მოვიყვანეთ და მისმა დანიშნულმა მედიკამენტებმა დიდი შედეგი გამოიღო.
სამწუხაროდ, სისუსტე მაინც დარჩა და იმედია, დროთა განმავლობაში ამ მდგომარეობიდანაც გამოვა”, – ამის შესახებ ჟურნალ “სარკეს” ლელა კაკულიას შვილმა თამარ პატარაიამ განუცხადა.
კომენტარები