როგორც პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს განიხილავენ. გიორგი გახარიას გუნდის წევრები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას უარყოფენ. საპირისპიროს აცხადებენ მმართველ პარტიაში. „ქართულ ოცნებაში“ ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის გარიგებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ისინი ხელისუფლების წინააღმდეგ შეთანხმებულად მოქმედებენ. ამის მაგალითად კი წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებს ასახელებენ.
წალენჯიხაში საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევას მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა. სააკაშვილი ფეისბუკზე წერს, რომ მიესალმება საერთო ოპოზიციურ შეთანხმებას და გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრის კორნელი სალიას დამტკიცებას.
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციონერი კორნელი სალია აირჩიეს, ის ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას წარმოადგენს და ამ თანამდებპოლიობაზე ერთადერთი დასახელებული კანდიდატურა იყო.