რუსეთის პატრიარქმა კირილმა მოსკოვში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრაზე, გამართული ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩემთვის თქვენი ვიზიტი განსაკუთრებით ძვირფასია. თქვენ ბრძანდებითყველაზე ასაკოვანი სხვა ადგილობრივი ეკლესიის წინამძღოლთა შორის. თქვენიცხოვრებაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთის მართლმადიდებლურიეკლესიის ცხოვრებასთან. ჩემი ბიოგრაფიაც გადახლართულია თქვენ ბიოგრაფიასთან– ჩვენ ბევრი იმ სასიხარული დასამწუხარო მოვლენის მომსწრეები ვართ, რომლებიცმოხდა საბჭოთა კავშირში მცხოვრები მართლმადიდებელი ადამიანების ცხოვრებაში. ჩვენ შორის ურთიერთობა ყოველთვის იყოკეთილი, სანდო და ღია. ვფიქრობ, რომ ესდიდი გავლენას ახდენდა იმაზეც, რომ ჩვენ ეკლესიებს შორის კარგიურთიერთობებია.
თუკი პოლიტიკოსები და დიპლომატები, როგორც წესი, ცნობიერების დონეზემუშაობენ,ბიზნესმენები კი, როგორც ხშირად ვამბობ ხოლმე – საფულისა და კუჭისდონეზე, ეკლესიები ადამიანთა გულების დონეზე ურთიერთობენ. ადამიანთაგულების ამ კავშირისგარეშე ვერ იქნება კარგი ურთიერთობა ქვეყნებსა და ხალხსშორის. სწორედ ამიტომ,უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ თქვენ ვიზიტს, რუსეთისადა საქართველოს ეკლესიების როლს ჩვენ ხალხებს შორის კეთილი ურთიერთობებისშენარჩუნებაში“, – მიმართა რუსეთის პატრიარქმა ილია მეორეს.