ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი იმ პატარა ბიჭის შესახებ წერს, რომლის მკურნალობის ხარჯების დაფარვაზეც მისი თქმით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა უარი განაცხადა.
როგორც მეფარიშვილი აცხადებს, თავდაცვის ახალმა მინისტრმა ლევან იზორიამ ბავშვის სამკურნალო თანხის გამოყოფის ბრძანებას მოაწერა ხელი.
“ეს ის ბავშვია, რომელიც თავის დროზე ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა არ დააფინანსა და რომელზედაც მადამ ხიდაშელის ნაძირალა მომხრეებმა, მე, დარეჯან მეფარიშვილი, დამადანაშაულეს თითქოს ისტორია გამოვიგონე ( ეს წაიკითხეთ ვისაც დეტალები დაგაინტერესებთ http://marshalpress.ge/archives/67469 ) ,
იმიტომ რომ თურმე თინა ხიდაშელი@კომპანისთვის (ანი დოლიძე) თავდაცვაში, შეურაცხყოფა მიმეყენებინა.
მოკლედ, სასიხარულო ამბავი:
ამ ბავშვის მკურნალობის ხარჯი მთლიანად თავდაცვის სამინისტრომ დააფინანსა!
იზორიამ ბრძანებას მოაწერა ხელი!!
ახლა მგზავრობის თანხაა მოსაძიებელი…
პ.ს. არც მე და არც ამ ბავშვის დედა, დიანა მაჭავარიანი, არავის სთხოვს დახმარებას და თინისტებმა, როგორც ეს ერთხელ უკვე მოახერხეთ, მათხოვრად არ გამოიყვანოს ამ ანგელოზის ოჯახი!!! და სასწრაფოდ მომიხადოს ბოდიში მეც და ჩემს ორ შვილსაც თინას მონებმა თავისი ნაბოდვარის გამო!!!!
დაიმახსოვრეთ კარგად – დარეჯან მეფარიშვილი თქვენსავით არც ფულზე, არც სკამზე გაყიდულა და დარეჯან მეფარიშვილს არასდროს არაფერი შეუთხზავს!!! თუ არაფერი ვთქვი აქამდე მხოლოდ იმიტომ რომ.
ღმერთმა გამოაჯანმრთელოს ნიკოლოზი, ამინ!!!
მადლობა თავდაცვის სამინისტროს!!!!!!!!!!! იზორიას და ყველას, ვისაც გულზე დაეღვარა ნიკოლოზის დედის ცრემლები” – წერს მეფარიშვილი.