„პაატა ბურჭულაძე საკუთარი ფონდიდან გაუშვეს“, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“.
გაზეთის ინფორმაციით, პირველი, ვინც ბურჭულაძეს, ფონდ „ივერიისა“-ში დაბრუნების უფლება არ მისცა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იყო. პატრიარქმა უარი განაცხადა, რომ ფონდ „ივერიისას“ თავმჯდომარედ ბურჭულაძე დაბრუნებულიყო. ამის მიზეზად კი მისი პოლიტპერსონობა დაასახელა.
გამოცემას უდასტურებენ, რომ პაატა ბურჭულაძე უკვე ერთი წელია ფონდის თავმჯდომარე აღარ არის და ამ დრომდე, ფონდი, თავმჯდომარის გარეშეა. როგორ „პრაიმტაიმი“ წერს, ფონდი მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობას დამოუკიდებლად გააგრძელებს.
„პაატა ბურჭულაძე საპატრიარქოსთვის უკვე მიუღებელია. პოლიტიკური ბატალიებისა და სერიოზული სკანდალების შემდეგ ილია მეორეს აღარ სურს, მახათას მთაზე მშენებარე ეკლესიის დაფინანსებაში მონაწილე ფონდს პაატა ბურჭულაძე ხელმძღვანელობდეს. ეს მსოფლიო ბანს გასაგებად აუხსნეს“, – წერს გაზეთი. გამოცემის ინფორმაციით, ბურჭულაძე რამდენიმე დღეში საგანგებო პრესკონფერენციის გამართვას აპირებს და განცხადების გაკეთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ფონდის ხელმძღვანელობა თითქოს თავად მას არ სურს.
ვინ და რატომ გაუშვა საკუთარი ფონდიდან პაატა ბურჭულაძე
2016/11/21 11:57:23
კომენტარები
ნანახია: 1508 ჯერ