ნატო რუსეთს მოუწოდებს, უკრაინაში საომარი მოქმედებები დაუყოვნებლივ შეწყვიტოს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„რუსეთს სრული პასუხისმგებლობა ეკისრება თავხედური და ძალიან დიდი ხნის წინ დაგეგმილი აგრესიის გამო. ჩვენ რუსეთის აგრესიას მკაცრად ვგმობთ. მოვუწოდებ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები. ჩვენ უკრაინის მამაცი ხალხის გვერდით ვდგავართ, სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მის უფლებას, საკუთარი თავის დაიცვას და საკუთარი გზა განსაზღვროს“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
ნატოში საგანგებო სამიტი იმართება, რომელსაც ასევე ევროკავშირის, ფინეთისა და შვედეთის ლიდერები ესწრებიან.
კომენტარები