პრეზიდენტმა ბაიდენმა ბრძანება გასცა უკრაინისთვის 350 მილიონი დოლარის ღირებულების დამატებითი სამხედრო დახმარების გასაცემად.
ინფორმაციას ამის თაობაზე ამერიკის საელჩო ავრცელებს.
“ნატოს სამიტის დასრულებისთანავე ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის. აღფრთოვანება გამოვხატე უკრაინელი ხალხისადმი, რომელიც მამაცურად იბრძვის თავისი ქვეყნის დასაცავად. ასევე, ვაუწყე მიმდინარე ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების დახმარებაზე, რომელიც შეერთებული შტატებისგან გადაეცემა; და ჩვენი მიმდინარე ძალისხმევა, დავრაზმოთ სხვა ქვეყნები მსგავსი დახმარების გასაწევად.”
კომენტარები