უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებთან, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტთან აქვს კომუნიკაცია.
„ძალიან არსებითი საუბრები გვქონდა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს პრეზიდენტთან, ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებთან, ბრიტანეთის პრემიერ ჯონსონთან. თითოეული საუბარი კონკრეტიკას ჰმატებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისა და სამხედრო ძალების სიძლიერის შესაძლებლობას“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
კომენტარები