ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, უკრაინისა და რუსეთი მოლაპარაკებები უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი Facebook-ზე წერს.
„ალექსანდრ ლუკაშენკოსთან საუბრის შედეგი: შევთანხმდით, რომ უკრაინის დელეგაცია რუსეთის დელეგაციას ყველანაირი წინაპირობის გარეშე, უკრაინისა და ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის რაიონში შეხვდება.
ალექსანდრ ლუკაშენკომ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, რომ მგზავრობის, მოლაპარაკებისა და უკრაინის დელეგაციის დაბრუნების დროს, ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებული ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა მიწაზე დარჩება“, – წერს ზელენსკი.
კომენტარები