რნიგოვში რუსეთის ძალების მიერ გასროლილი რაკეტა ქალაქის ცენტრში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ინციდენტი ადგილობრივი დროით ღამის 02:45 საათზე მოხდა.
ხანძარი კორპუსის ქვედა ორ სართულზე გაჩნდა.
მსხვერპლისა ან დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.
უკრაინული მედია ფაქტის ამსახველ ვიდეომასალასაც აქვეყნებს.
კომენტარები