დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა შეაქო უკრაინელი ხალხის სიმამაცე და პრეზიდენტ ზელენსკის ხელმძღვანელობა.
„უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობა გმირულია“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის მიიჩნევს, რომ შემდეგი 24 საათი გადამწყვეტი პერიოდია უკრაინისთვის, ხოლო პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უზრუნველყოს გაერთიანებული სამეფოსა და მოკავშირეების თავდაცვითი დახმარება უკრაინისთვის.
ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მჭიდრო კონტაქტს და პრემიერ-მინისტრმა კვლავ დაადასტურა დიდი ბრიტანეთის მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ.
