ევროპარლამენტის დეპუტატი ლიეტუვადან, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ ომის დაწყებით ვლადიმერ პუტინმა უდიდესი შეცდომა დაუშვა.
“პუტინი, რომ გაჩერდეს, აუცილებელია დასავლეთმა ერთიანობა დაანახოს. დასავლეთს დიდი ზიანის მოტანა შეუძლია რუსეთის ეკონომიკისთვის და ფინანსური სისტემებისთვის. გზა – ეომო უკრაინას, არის შეშლილი ადამიანის გზა. ეს პუტინის ძალიან დიდი შეცდომაა. უპირველეს ყოვლისა, ამ შეცდომის გამო რუსი ხალხი დაიტანჯება. ან რუსმა ხალხმა უნდა შეაჩეროს ეს სიგიჟე ან ქვეყანას ეკონომიკურად კატასტროფა დაემუქრება.
უკრაინა იცავს უფლებას, გახდეს ევროკავშირის წევრი. პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რომლებმაც შევიმუშავეთ რეზოლუცია, გულისხმობს ქვეყნისთვის წევრობის სტატუსის მინიჭებას. ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებიც სხვადასხვა პროცედურაზე საუბრობენ. თუ გადავხედავთ გაწევრიანების ისტორიას, შემიძლია ჩემი ქვეყნის მაგალითი მოვიყვანო, რომ ლიეტუვას ამისთვის 10 წელი დასჭირდა, მაგრამ არსებობს ისეთი მაგალითებიც, როდესაც ეს მხოლოდ ერთ წელში მოხდა. ეს იყო აღმოსავლეთ გერმანია. ეს კი მაგალითია სკეპტიკოსებისთვის. არსებობს ასეთი პრეცედენტი და მე მხარს ვუჭერ.
უკრაინა ნამდვილად არის განსაკუთრებული შემთხვევა, ჩვენ ვხედავთ, რას აკეთებენ ისინი და რას აკეთებს პუტინი მათ წინააღმდეგ. როცა ვლაპარაკობთ ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი პოლიტიკური ნება და უნარიანობა, რომ დავეხმაროთ უკრაინელებს ჯერ მატერიალურად, შემდეგ კი გეოპოლიტიკურად. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ შესაბამისი განაცხადი გააკეთა, ვფიქრობ მას გარკვეული კონსულტაციები ჰქონდა ევროპულ ინსტიტუტებთან. ის ძლიერი და ჭკვიანი ლიდერია,” – აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი ლიეტუვადან, ანდრიუს კუბილიუსი.