რუსეთს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მხარი მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ დაუჭირა – ჩრდილოეთ კორეა, ერიტრეა, სირია და ბელარუსი – ესენი არიან რუსეთის მეგობრები, სხვა არც არასდროს ეყოლება, რადგან მშვიდობიანად ცხოვრება არ იცის, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„შესანიშნავი შედეგი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე: 141-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთისგან უკრაინის დაუყოვნებლივ დატოვებას მოითხოვს. 141 ქვეყანა მხარს გვიჭერს, რუსეთს კი – მხოლოდ ოთხი ქვეყანა: ჩრდილოეთ კორეა, ერიტრეა, სირია და ბელარუსი. ესენი არიან რუსეთის მეგობრები, სხვა არც არასდროს ეყოლება, რადგან მშვიდობიანად ცხოვრება არ იცის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
კომენტარები