მომღერალი აჩი ფურცელაძე რუსეთში აღარ მიდის, ამის შესახებ მან რადიო ჯორჯიან ტაიმსში განაცხადა.
აჩი ფურცელაძემ მოსკოვში საბოლოოდ წასვლის გადაწყვეტილება, ერთი თვის წინ მიიღო.
ახლა კი მან პროტესტის ნიშნად,
თბილისი- მოსკოვის რეისზე აღებული ბილეთი დააბრუნა და კარიერულ წინსვლაზე ოკუპანტს უარი უთხრა.
“ბევრად ადრე მქონდა წასვლა დაგეგმილი. თუმცა როცა ომი დაიწყო, უარი ვთქვი, მე არ მინდა ვიცხოვრო და ვიმუშავო ქვეყანაში, რომელიც აწარმოებს ომს. მე ყოველთვის ვყოფდი, ვცენზავდი არის პოლიტიკური ქვეყანა და არის ის ხალხი, რომელსაც თავისი აზრი გააჩნია.
მე ბევრს არ ვუყვარვარ იმის გამო, რომ ოკუპანტი ქვეყნის ტერიტორიაზე ვცხოვრობდი და ვმღეროდი” -განაცხადა ფურცელაძემ.
კომენტარები