კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის, ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. ხმა განსაკუთრებით ძლიერია ვინოგრადარში.
ასევე, სოციალურ ქსელებში სხვა რაიონების მოსახლეობა აღნიშნავს, რომ აფეთქებები მათთან ახლოსაც ხდება.
“მესმის არა მხოლოდ ძლიერი აფეთქებების ხმა, რომლის გამოც ფანჯრები და კარები ზანზარებს, არამედ ვხედავ, როგორ დაფრინავს ჩემი სახლის თავზე ავიაცია,” – ამბობს კიევის ერთ-ერთი მიკრორაიონის მცხოვრები.
კომენტარები