დევიდ და ვიქტორია ბეკჰემებმა უკრაინიდან დევნილი ადამიანების დასახმარებელ ფონდში ერთი მილიონი ფუნტი სტერლინგი გადარიცხეს.
ცნობილმა ფეხბურთელმა და UNICEF-ის კეთილი ნების ელჩმა, დევიდ ბეკჰემმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მაყურებელს უკრაინელი დევნილებისთვის დახმარებისკენ მოუწოდა.
“თქვენსავით, მეც ვაკვირდები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. დედები იძულებულნი არიან, შვილებთან ერთად გამოიქცნენ საკუთარი სახლებიდან, ინგრევა ოჯახები, ბავშვები ერთ ღამეში ხდებიან დევნილები. მე და ვიქტორიამ გადავრიცხეთ თანხა და მოგიწოდებთ ყველას, შემოგვიერთდეთ”, – ამბობს მიმართვაში ბეკჰემი.
კომენტარები