უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიარო სახლის დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 1 ბავშვია. როგორც BBC წერს, ამის შესახებ ინფორმაციას საქალაქო საბჭო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაშავებულია 17 ადამიანი. რუსმა ოკუპანტებმა საავადმყოფოებზე ავიაიერიში გუშინ მიიტანეს.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
კომენტარები