ვალდებულად მივიჩნევთ თავს, ყველანაირი რისკი ქვეყანას თავიდან ავაცილოთ, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, რაც შეეხება სანქცირებას, ყოველდღიურ რეჟიმში მსჯელობენ იმ საერთაშორისო ინსტიტუციებზე, რამაც შეიძლება, გავლენა იქონიოს საქართველოზე და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებენ.
„ჩვენი პრემიერის და გუნდის გაცხადებული პოლიტიკა არის საქართველოზე ზრუნვა, ჩვენი ორიენტირი არის ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ვალდებულად მივიჩნევთ თავს, ყველანაირი რისკი, რაც შეიძლება, ახლდეს ჩვენს ქმედებას, უნდა ავაცილოთ თავიდან ჩვენს ქვეყანას.
რაც შეეხება სანქცირებას და რა შეიძლება, მოყვეს, რა თქმა უნდა, ყოველდღიურ რეჟიმში ვმსჯელობთ იმ საერთაშორისო ინსტიტუციებზე, რამაც შეიძლება, გავლენა იქონიოს ჩვენს ქვეყანაზე და ვიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ამასთან, ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო აორგანიზებს უკრაინაში გასაგზავნ ჰუმანიტარულ დახმარებას.
„ერთი თვითმფრინავი გაიგზავნა, მეორე მზად არის“, – დასძინა ჯუანშერ ბურჭულაძემ.