საქართველოს ფოსტამ უკრაინისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით შეგროვებული 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარების ტვირთის მეორე ნაწილის გაგზავნის პროცესი დაიწყო.
საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის ლევან ჩიკვაიძის განცხადებით, პირველ ეტაპზე საქართველოს ფოსტამ უკრაინის მიმართულებით 40 ტონამდე ჰუმანიტარული დანიშნულების ტვირთი გაგზავნა.
„აღსანიშნავია, რომ ფოსტა სრულად უზრუნველყოფს ჰუმანიტარული დანიშნულების ტვირთის ტრანსპორტირების ლოჯისტიკის პროცესს“, – განაცხადა ჩხიკვაძემ.
კომენტარები