„13 მარტის დილის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად, 85 ბავშვი დაიღუპა და 100-მდე დაიჭრა. ყველაზე მეტი მსხვერპლი კიევის, ხარკოვის, დონეცკის, სუმის, ხერსონის, მიკოლაივისა და ჟიტომირის რაიონებში იყო“, – ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ოფიციალურ ტელეგრამარხზე ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკვე 400-მდე სასწავლო დაწესებულებაა დაბომბილი, აქედან 57 მთლიანად განადგურდა.
„ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან ჯერ ვერ მოხერხდა ისეთი ადგილების შემოწმება, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალები აწარმოებენ აქტიურ საომარ მოქმედებებს, ასევე – დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარები