რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ შარლ მიშელი Twitter-ზე წერს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე დაგმო რუსეთის მიერ სამოქალაქო პირების მიმართულებით ცეცხლის გახსნა და უკრაინის 2 ქალაქის მერების გატაცება.
„მკაცრად ვგმობ რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით სროლას და რუსეთის მიერ მილიტოპოლისა და დნიპრორუდნის მერებისა და სხვა უკრაინელების გატაცებას. ასეთი გატაცებები და უკრაინის ადგილობრივ ხელისუფლებაზე სხვა ტიპის ზეწოლა საერთაშორისო კანონების აშკარა დარღვევაა“, – წერს მიშელი.
უკრაინის მთავრობის მონაცემებით, რუსულმა ძალებმა მილიტოპოლის მერი ივან ფედოროვი და დნიპრორუდნის მერი ევგენი მატვეევი გაიტაცეს.
კომენტარები