„მთავარი კითხვაა, ვინ დაგეგმა ეს ანტირუსული პროვოკაცია, მას თავად ზელენსკიმ გადაუხადა მადლობა“ – ასე ეხმაურება ტელეარხის ТНТ-ის დირექტორი თინა კანდელაკი მარინა ოვსიანიკოვას პროტესტს. გუშინ, რუსულ ტელეარხ „პირველი არხის“ საინფორმაციო გამოშვება „ვრემიას“ დროს ერთ-ერთი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა ტელეწამყვანის ფონზე პირდაპირ ეთერში პლაკატით გამოჩნდა, რომელზედაც წარწერა იყო: „არა ომს, შეაჩერეთ ომი, არ ენდოთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ“.
„ასეთი პროვოკაცია შეიძლება ყველა არხზე მოხდეს, მით უფრო პირდაპირ ეთერში, არავინაა ამისგან დაზღვეული.
როგორც ჩანს, აქტივისტი არ მოქმედებდა მარტო, მას ტელეფონითაც იღებდნენ, ბანერი სამუშაო ადგილზე დამზადდა.
როგორც ჩანს, კოლექტივი ამაში დაეხმარა. ეს ძალიან საწყენია, მას არავინ აიძულებდა ემუშავა პირველ არხზე, ხელბორკილებით არავის ჰყავდა დაბმული.
ყველა იქ მუშაობს სიამოვნებით და იღებს ხელფასს. მთავარი კითხვა კი ისაა, ვინ დაგეგმა ეს ანტირუსული პროვოკაცია, რადგან რამდენიმე საათში მას თავად ზელენსკიმ გადაუხადა მადლობა.
დამთხვევაა? არ მგონია“ – წერს კანდელაკი.
ცნობისთვის, უკრაინის პროკურატურამ კრემლის ტელევარსკვლავი საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა.