ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში საკუთარი სახლის დატოვება 10 მილიონ ადამიანს მოუწია, რაც ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედზე მეტია. ამის შესახებ ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა (UNHCR), ფილიპო გრანდიმ Twitter-ზე დაწერა.
ის განმარტავს, რომ ამ რიცხვში მოიაზრებიან როგორც ისინი, ვინც ქვეყნიდან წავიდა, ასევე იძულებით გადაადგილებული, რომლებიც უკრაინაში რჩებიან.
კომენტარები