რუსმა მომღერალმა, ზემფირამ, ახალი სიმღერა ჩაწერა, რომელიც ომის თემატიკას მიუძღვნა და რუსეთის აგრესიული პოლიტიკა გააკრიტიკა.
არტისტმა თავისი არხიდან ყველა სხვა ვიდეო წაშალა და მხოლოდ ეს კლიპი დატოვა.
სიმღერაში „ნუ ტირი“, მომღერალი ომის კადრებს აერთიანებს და ყველა ის საზარელი კადრია გადმოცემული, რომელსაც უკრაინელი ხალხი ამ წუთებში გადის.
„მე სევდიანი ვარ, მიმძიმს, ვტირი, კატეგორიულად არ მინდა ომი და არ ვარ მხდალი!“, – წერს ზემფირა
კომენტარები