უკრაინაში ომის 38-ე დღეა – რუსული რაკეტები მოხვდა ცენტრალური უკრაინის ორ ქალაქს, პოლტავასა და კრემენჩუკს, დაზიანდა ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი შენობები, დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
რუსეთმა ღამით ქალაქ დნიპროსა და კრივოი რიჰს რაკეტები ესროლა, დააზიანა ინფრასტრუქტურა და ბენზინგასამართი სადგური, დაშავდა ორი ადამიანი. ლუგანსკის ოლქში დაბომბეს 6 ქალაქი და ორი დასახლება, განადგურდა 27 სამოქალაქო ობიექტი.
გუშინ საღამოს უკრაინის პრეზიდენტმა სპეციალური განცხადება გააკეთა, ვოლდიმერ ზელენსკიმ ისაუბრა ქვეყნის მასშტაბით არსებულ ვითარებაზე. როგორც ზელენსკი აცხადებს,ოკუპანტები ნელ-ნელა ტოვებენ ტერიტორიებს, მაგრამ ტოვებენ ნაღმებს. ნაღმებს ტოვებენ, როგორც კორპუსებში ისე ქუჩებს.
განცხადება გაკეთდა უკრაინის გენერალურ შტაბშიც, სადაც განაცხადეს, რომ კიევის ოლქში და დედაქალაქის გარეუბნებში ისევ გრძელდება ბრძოლა ოკუპანტებსა და უკრაინელ სამხედროებს შორის. ამასთან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტროლი დაიბრუნა ქალაქ ბუჩაზე, თუმცა კონტროლი დაკარგა ქალაქ იზიუმზე.
“ოკუპანტები ცდილობენ მასშტაბურ შეტევას სლობოჟანსკის, დონეცკის და ლუგანსკის რაიონებში. გააქტიურდა მუშაობა დნესტრისპირეთის რეგიონში ოკუპანტების ჩასართავად საზღვარზე პროვოკაციების მოსაწყობად. დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მტერი აგრძელებს უკანონო ქმედებებს და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევით, იტაცებს ადგილობრივებს. რუსეთს მიადგა მნიშვნელოვანი ზარალი. ქალაქ ალჩევსკში, ადგილობრივმა საავადმყოფომ კადიროვის ჯგუფიდან დაახლოებით 30 დაჭრილი მიიღო,”-აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი ოლექსანდრ სტუპუნი.
უკრაინის მასშტაბით ოკუპანტებმა რამდენიმე ქალაქზე მიიტანეს სარაკეტო იერიში. ასევე ნიკოლაევში სამხარეო ადმინისტრაციის დაბომბვის შედეგად გადაცვლილთა რიცხვი ისევ გაიზარდა. რაც შეეხება კიევ, ამ დროისთვის განგაში საფრთხეა გამოცხადებული.