აშშ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერებას მოითხოვს. ამის შესახებ გაეროში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა.
„რუსეთის მონაწილეობა ადამიანის უფლებათა საბჭოში ფარსია. ეს ზიანს აყენებს საბჭოსა და გაეროს სანდოობას. ეს არასწორია. ამიტომ მიგვაჩნია, რომ დროა გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კენჭისყრა გამართოს რუსეთის წევრობის შეჩერების შესახებ“, – აღნიშნა გაეროში აშშ-ის ელჩმა.
ჟურნალისტები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას ათობით მოკლულ ადამიანზე, რომელთა ცხედრებიც კიევის მახლობლად, რუსეთის ჯარისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩას ქუჩებში აღმოაჩინეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალას „დადგმული“ უწოდა.
კომენტარები