ბრიტანელი ბიზნესმენი ქალი ჯინა მილერი აცხადებს, რომ მას მოკვლით ემუქრებიან. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მან დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
როგორც ჯინა მილერი სააგენტო Reuters-ი ინტერვიუში ჰყვება, მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ გამოიტანა, ის მუდმივად იღებს მუქარის შემცველ ელექტორნულ წერილებს. ამიტომ ბიზნესმენი აცხადებს, რომ მას და მის ოჯახს ქუჩაში გადაადგილების დროს დაცვა სჭირდება.
მიუხედვად ამისა, მილერი ამბობს, რომ ბრძოლას თავს არ დაანებებს.
კომენტარები