“სააკაშვილის აქტუალურობა მოხსნილია დასავლეთის დღის წესრიგიდან”, – ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი, რამაზ საყვარელიძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
როგორც საყვარელიძე აღნიშნავს, არ ფიქრობს, რომ რასაც სააკაშვილის მომხრეები ლაპარაკობენ, ყველაფერი სიმართლე იყოს.
„არ მგონია, რასაც სააკაშვილის მომხრეები ლაპარაკობენ, ყველაფერი სიმართლე იყოს. ადამიანი სუბიექტური არსებაა და ანდაზა ამბობს,¬ რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო. არ არის გამორიცხული, რაღაც ლაპარაკი იყოს, მაგრამ მეეჭვება,¬ რაიმე გაკეთდეს. რატომ უნდა უნდოდეს მისი გადაყვანა ხელისუფლებას, რომ ხელი შეუწყოს სააკაშვილის ციხიდან გასვლას? ეს თუ მოხდა, “ოცნების” მხარდამჭერებში ძალიან ბევრი უკმაყოფილო იქნება. ისედაც ბევრია მმართველ პარტიაზე განაწყენებული სწორედ იმის გამო, რომ “ოცნება” ბევრს უთმობს “ნაციონალებს”. რატომ უნდა დაკარგონ მხარდამჭერები? რომ იყოს დიდი ზეწოლა ქუჩიდან, ქვეყანაში რომ დესტაბილიზაციის საფრთხე იყოს, შეიძლება იფიქრო, რომ ამის თავიდან აცილების გამო გააკეთებენ, მაგრამ არც ეს საფრთხე არ არის. აქციაზე იმდენი¬ ადამიანი იკრიბება, რამდენიც პლაკატის დაჭერას სჭირდება“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.
შეკითხვაზე, რამდენად აინტერესებს დასავლეთს სააკაშვილის გადაყვანა ევროპის რომელიმე ქვეყანაში, საყვარელიძე აცხადებს, რომ ამას ვერ ხედავს.
„მე ამას ვერ ვხედავ. ოფიციალური პირების რომელი განცხადება გახსენდებათ¬, სადაც სააკაშვილის გადაყვანაზე იქნებოდა საუბარი? ამაზე უკვე ისინიც აღარ ლაპარაკობენ, ვინც “ნაცმოძრაობის” აშკარა¬ მხარდამჭერები იყვნენ. ისინი ითხოვენ დაცული იყოს ადამიანური პირობები. ეს მიუთითებს, რომ სააკაშვილის საკითხის აქტუალურობა მოიხსნა დასავლეთის დღის წესრიგიდან, მიუხედავად იმისა, რომ ის, როგორც პოლიტიკური ფიგურა, უდავოდ მნიშვნელოვანი იყო, როდესაც რევოლუცია მოახდინა და რევოლუციის მსურველი¬ ჯორჯ ბუში საქართველოში ჩამოვიდა კიდეც”, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.