ნაძალადევის რაიონში, დიდი ჯიხაიშის ქუჩა N5-ში გზის დამჭერი კედლის მოწყობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში, 18 მ სიგრძის საყრდენი კედელი აშენდა, ასევე, მოეწყო ბეტონის ბილიკი და ლითონის დამცავი ღობე.
დასრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე გაეცნო.
„დიდი ჯიხაიშის ქუჩა N5-ში საფეხმავლო ბილიკის ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც საჭირო გახდა გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობის დაწყება. რელიეფიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული იყო სამუშაობის შესრულება. ამ პროექტით თავიდან ავიცილეთ მდგომარეობის გამწვავება და გრუნტის ჩამოშლის საშიშროება აღარ დგას“, – განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 62 000 ლარი გამოყო.
კომენტარები