გამოძიების პროცესში ინფორმაციამ გაჟონა, ვგულისხმობ თუნდაც იმ გახმაურებულ ფირს, რომელიც “ჰაკიმ ფაშას” სახელით გავრცელდა, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ძმა გოგლა ჟვანია გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, გამოძიებასაც ჰქონდა ამ საქმის ცოტა უფრო ადრე გახსნის იმედი, იქიდან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გამოჩნდა.
„გამოძიების პროცესში ინფორმაციამ გაჟონა, ვგულისხმობ თუნდაც იმ გახმაურებულ ფირს, რომელიც “ჰაკიმ ფაშას” სახელით გავრცელდა. ახლაც აქტიური გამოძიება მიმდინარეობს და ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ჩემი მოლოდინი არ გამართლდა. გამოძიებასაც ჰქონდა ამ საქმის ცოტა უფრო ადრე გახსნის იმედი, იქიდან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გამოჩნდა… თუმცა იმისთვის, რომ სიმართლე მყარი მტკიცებულებებით დაამტკიცო, თურმე მეტია საჭირო. – დარწმუნებული ვარ, ლოგიკურ დასასრულამდე მივა. უცხოელი ექსპერტების ჩართვამ გამოძიებაში დრო ძალიან გაწელა. ამას წინ უძღოდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები, შეკითხვების გადაგზავნა, პასუხების მიღება და ა.შ. ზოგიერთმა ასეთი მიწერ-მოწერის შემდეგ განაცხადა, ეს ძალიან მაღალი პოლიტიკური ინტერესის მქონე საქმეა და მასში ჩართვაზე უარს ვაცხადებო. ასეთი თემები იწვევს საქმის გაჭიანურებას“, – აცხადებს გოგოლა ჟვანია.
მისივე თქმით, ექსპერტ მამუკა ჩხაიძეს, რომელიც ორი წლის წინ გარდაიცვალა ზურაბ ჟვანიას საქმეზე ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა აქვს გაცემული.
მამუკა ჩხაიძემ ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ზურაბ ჟვანიას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარა, ის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე დასაკითხად პროკურატურაში იმყოფებოდა.
„გამიჭირდება რამის თქმა, ერთადერთი რამ შემიძლია დაგიდასტუროთ – ამ ექსპერტს ზურაბ ჟვანიას საქმეზე ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა აქვს გაცემული… რაც შეეხება პრემიერის გარდაცვალებიდან სამი თვის თავზე ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელის, ლევან სამხარაულის მკვლელობას, ეს ფაქტი საეჭვოა, რადგან ის ზურას საქმის გამოძიების დეტალებზე სრულად იყო ინფორმირებული“, – აცხადებს გოგლა ჟვანია.
გოგლა ჟვანიას განცხადებით, თუ ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაცია მოხდება, პროცესი უცხოელი ექსპერტების ჩართვით უნდა წარიმართოს.
„თუკი ეს მოხდება, პროცესი უცხოელი ექსპერტების ჩართვით უნდა წარიმართოს“, – აღნიშნავს გოგოლა ჟვანია.
გამოძიების პროცესში ინფორმაციამ გაჟონა – გოგლა ჟვანია ზურაბ ჟვანიას საქმეზე
2016/12/05 12:04:38
კომენტარები
ნანახია: 1840 ჯერ