გოგლა ჟვანიას განცხადებით, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეზე დაკავებული ვერავინ იქნებოდა, რადგან ზურაბ ჟვანიას საქმის არსებითი განხილვა არც ყოფილა.
ამის შესახებ გოგლა ჟვანია გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აცხადებს.
“მკვლელობის საქმეზე დაკავებული ვერავინ იქნებოდა, რადგან ჟვანიას საქმის არსებითი განხილვა არც ყოფილა. კობა ხარშილაძე სულ სხვა ბრალდებით იყო გასამართლებული და რაღაც პერიოდი ისედაც მოხდილი ჰქონდა, ძაძამიაც წინასწარ პატიმრობაში 9 თვის განმავლობაში იმყოფებოდა და ეს ჩაეთვალა სასჯელის მოხდაში“, – აცხადებს გოგლა ჟვანია.
რაც შეეხება ექსპერტ ლევან ჩაჩუას, გოგლა ჟვანიას განცხადებით, მასთან დაკავშირებული საკითხი ჟვანიას საქმეში ბოლოხარისხოვნად რჩება.
„ლევან ჩაჩუასთან დაკავშირებით საკითხი, ჟვანიას საქმეში, ჩვენთვის მაინც ბოლოხარისხოვნად რჩება“, – აღნიშნა გოგლა ჟვანიამ.
ლევან ჩაჩუას ადვოკატის გიორგი ფანცულაიას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უზენაესმა სასამართლომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურის საჩივარი წარმოებაში არ მიიღო, რითიც ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ჟვანიას საქმის სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა საქმეში უდანაშაულო იყო.
გოგლა ჟვანია – მკვლელობის საქმეზე დაკავებული ვერავინ იქნებოდა
2016/12/05 15:37:13
კომენტარები
ნანახია: 1790 ჯერ