ძმებ გუგა და დავით კაკულიებს ბრალს რამდენიმე წუთში წარუდგენენ. დაკავებულებს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. ისინი, ამ დრომდე, ბრალს კატეგორიულად უარყოფენ და ამბობენ, რომ იარაღი სამართალდამცველებმა ჩაუდეს.
კაკულიები რომელიმე კონკრეტულ გახმაურებულ საქმესთან კავშირს გამორიცხავენ.
სამართალდამცველებმა ძმები დავით და გუგა კაკულიები ორთაჭალაში, ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში დააკავეს. დაკავების მოტივთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია ვრცელდება, მათ შორის პარასკევს, ვაკეში მომხდარი სროლის ფაქტი, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა.
კიდევ ერთი ვერსიის თანახმად კი, კაკულიების დაკავება, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეს უკავშირდება. საუბარია ცალკე წარმოებად გამოყოფილ ეპიზოდზე, რომელიც მკვლელობის დამკვეთებს ეხება, თუმცა საგამოძიებო უწყებას, ოფიციალური განმარტება ან მოტივი დაკავებასთან დაკავშირებით ჯერ არ დაუსახელებია.