ნინო ქინქლაძე ჭიღიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“უფასო მედიკამენტები საქართველოს მოქალაქეებს!!!
მართლა გულწრფელი მადლობა საქართველოს პრემიერ_მინისტრს ასეთი გულისხმიერი დამოკიდებულებისთვის თავისი ხალხისადმი! იცის ამ ადამიანმა ხალხის გასაჭირი… ფლობს ყველა საჭირო ინფორმაციას და ყველაზე გაჭირვებული ფენების პრობლემების და ინტერესების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებებს!
ღმერთმა დაგლოცოთ, ირაკლი ბატონო, იხაროს თქვენმა დედ_მამამ თქვენი გაზრდისთვის და აღზრდისთვის…მადლობა, რომ გვიიოლებთ ცხოვრებას!!!
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებს: სოციალურად დაუცველებს (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს), ასაკით პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს, ვეტერანებს და ასევე, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას, მედიკამენტების მიღება სრულიად უფასოდ შეეძლებათ.”