სულ ცოტა ხნის წინ ხმაური იყო უნივერსიტეტში. სადაც დეკანს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ინფორმაციას ამის თაობაზე თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა მამაგულაშვილი ავრცელებს.
“არცერთი მოთხოვნა არ ამართლებს ამ საქციელს! მართლა სამარცხვინო იყო ზოგიერთი სტუდენტის და გარეშე პირების ძალადობა! შეურაცხყოფა მიაყენეს უნივერსიტეტის თანამშრომლებს, დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს და პროფესორს, დეკანს, რომელიც მათთან საუბარს და თანამშრომლების დაცვას ცდილობდა. ამ ძალადობის შედეგად დაცვის 4 თანამშრომელი კლინიკაშია გადაყვანილი, რამდენიმეს ადგილზე აღმოუჩინეს სასწრაფო დახმარება.
ჩემი დიდი პატივისცემა ბატონ რამაზ ხომერიკს, და თითოეულ თანამშრომელს, რომელიც დღეს უნივერსიტეტის ღირსებას იცავდნენ!”
კომენტარები