ანრის დონეზე ვარ ახლაც. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამ პროვოკაციას ეთიკისა და კანონის ფარგლებში გაეცა სათანადო პასუხი. შესაბამისად, ჩემი პოზიციაც ნათელია. რა თქმა უნდა, მეც იმავეს გავაკეთებდი, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
იგი აშშ-ის საელჩოში გუშინ მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.
„თქვენ იცით, ამ ინციდენტის დეტალები. ყველამ იცის, რა როგორ მოხდა. ძალიან სამწუხაროა. უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კონკრეტული საელჩოს ტერიტორია გახდა პროვოკაციის მოწყობის არეალი. ეს არის ძალიან სამწუხარო. რაც შეეხება გაგრძელებას, ესეც მნიშვნელოვანი იყო, ამ ადამიანმა კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პასუხი. ეს არის და ეს და მისი პროვოკაცია არ დარჩა პასუხგაუცემელი.
რაც შეეხება მანდატების დატოვებას, აბსურდია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამაზე პროვოკატორმა კანონისა და ეთიკის ფარგლებში პასუხი მიიღო. ერთადერთი ვიტყოდი, რომ ამას სათანადო რეაგირება სჭირდება“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, თუ იცის, რა იყო ის უკადრებელი, რასაც ანრი ოხანაშვილის რეაქცია მოჰყვა, კობახიძემ განაცხადა, რომ იცის, თუმცა ეთიკური მოსაზრებით სიტყვებს არ გაიმეორებს.
„ჩვენ ვერ დავეშვებით ჭუტას დონეზე. ეს არის ძალიან მარტივი რამ – ჭუტას დონეზე არასდროს დავეშვები. შემიძლია, გითხრათ, რომ ანრის დონეზე ვარ ახლაც. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამ პროვოკაციას ეთიკისა და კანონის ფარგლებში გაეცა სათანადო პასუხი. შესაბამისად, ჩემი პოზიციაც ნათელია. რა თქმა უნდა, მეც იმავეს გავაკეთებდი“, – განაცხადა კობახიძემ.