ირანის სამხრეთ ნაწილში მომხდარ ორ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
5.7 და 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები ქალაქ ხამირიდან 61 კილომეტრში დაფიქსირდა.
ამ დროისთვის ცნობილია 5 გარდაცვლილისა და 19 დაშავებულის შესახებ, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს რიცხვები შეიძლება გაიზარდოს.
კომენტარები