ოცი წელია დაიღალა ხალხი თქვენი ყურებით, არ მოგიშვებთ ხალხი ხელისუფლებაში, გამორიცხულია – ასე მიმართა “ნაციონალურ მოძრაობას” დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით ზილფიმიანმა.
დეპუტატი მზად არის, “ნაციონალური მოძრაობის” დაშლის შემთხვევაში, მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი “ევროპელმა სოციალისტებმა” მოირგოს.
“მე შეიძლება მხარდამჭერი მყავდეს როგორც დღევანდელ ოპოზიციურ ფლანგში, ასევე დღევანდელ პოზიციურ ფლანგში. შესაძლოა ოცნების ბევრმა მხარდამჭერმა თავაწეულად მომცეს ხმა, რადგან აღარ ექნება იმის შიში რომ თუ ოცნებას ხმა დავაკელი ნაცმოძრაობა მოვა ხელისუფლებაში, ანუ უფრო სამართლიანად განაწილდება ეს ხმები” – განაცხადა ზილფიმიანმა.
კომენტარები
