„თალიბანის“ მებრძოლებმა ქაბულში ქალების საპროტესტო აქცია დაარბიეს. ქალთა უფლებების დასაცავად გამოსულ აქტივისტებს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქციის რამდენიმე მონაწილეს მობილური ტელეფონები წაართვეს. ისმოდა სროლის ხმაც.
„თალიბებმა“ ავღანეთის დედაქალაქი გასული წლის 15 აგვისტოს აიღეს, რის შემდეგაც ქალთა უფლებების შეზღუდვა დაიწყეს.
კომენტარები
