აშშ-ში, ვაშინგტონში კაცი კაპიტოლიუმთან უსაფრთხოების ჯებირს შეეჯახა, მანქანიდან გადმოვიდა, რამდენჯერმე ჰაერში გაისროლა და შემდეგ თავი მოიკლა. ამის შესახებ ABCnews-ი იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ადგილობრივი დროით 04:00 საათზე მოხდა. კაცმა თავი მაშინ მოიკლა, როდესაც მას პოლიციელები მიუახლოვდნენ. კაცის ვინაობა და მოტივები ამ ეტაპზე უცნობია.
პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ავტომობილის მძღოლის გარდა არავინ დაშავებულა.
კომენტარები
