უკრაინის უშიშროების სამსახურმა კიევში საიდუმლო სერვერული ცენტრი აღმოაჩინა, რომელსაც რუსი ჰაკერები კიბერშეტევებისთვის იყენებდნენ. ამის შესახებ „უკრინფორმი“’ იუწყება.
გამოცემის ცნობით, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში დამნაშავეებს 100-მდე სერვერი აქვთ განთავსებული, რომლებსაც დანაშაულებრივი საქმიანობისთვის, კერძოდ კომპიუტერების გატეხვისა და პაროლების მოპარვისთვის იყენებენ.
უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ჰაკერების ნაწილი პირდაპირ რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობდა და უკრაინის საინფორმაციო უსაფრთხოებას ზიანს აყენებდა. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მეხსიერების ბარათები და დისკები, ასევე საბანკო ბარათები, რომლებზეც თანხების გადარიცხვა ხორციელდებოდა.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან უკრაინის უშიშროების სამსახურმა კიბერშეტევის 1,2 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა და მათი ნეიტრალიზება მოახდინა.
