თეთრი სახლის განცხადებით, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ინდონეზიაში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწრება, მასში მონაწილეობა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც უნდა მიიღოს. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება.
მანამდე ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი ნოემბერში კუნძულ ბალიზე დაგეგმილ სამიტში მონაწილეობას გეგმავს.
„როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა საჯაროდ არაერთხელ თქვა, ის არ თვლის, რომ პუტინი სამიტს უნდა დაესწროს, მაგრამ თუ პუტინი ნამდვილად აპირებს „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასწრებას, შეხვედრაში მონაწილეობა ზელენსკიმაც უნდა მიიღოს“, – აღნიშნულია თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადებაში.
კომენტარები
