უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით,რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის სამინისტროებმა, თვითმფრინავების შეკეთებაზე კონტრაქტები გააფორმეს.
უწყების მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მოხსენებაში ნათქვამია, რომ ბელარუსის თვითმფრინავების სარემონტო ქარხნის თანამშრომელთა ჯგუფები, პერიოდულად მიდიან მივლინებებში რუსეთში, მოსკოვის მახლობლად (კუბინკას საჰაერო ტერიტორია), სადაც მუშაობენ 121-ე თვითმფრინავების სარემონტო ქარხანაში.
უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, ისინი ძირითადად დაკავებულნი არიან MiG-29-ების აღდგენით.
კომენტარები