ნაძალადევის რაიონში, ჭოპორტის ქუჩა N3 კორპუსის მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და 1 200 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი იგება.
ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
„აღნიშნულ მისამართზე გზის რეაბილიტაცია ბოლო ეტაპზეა. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე სანიაღვრე ქსელი მოეწყო, რაც აქამდე არასდროს ყოფილა. ეზო სრულად მოწესრიგდა. ადგილობრივი მოსახლეობაც კმაყოფილია“, – განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.
სანიაღვრე ქსელის მოწყობისა და გზის რეაბილიტაციისთვის ჯამში, 83 000 ლარი დაიხარჯა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.
კომენტარები