დავით კოღუაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” წევრმა, ომარ ნიშნიანიძემ ისაუბრა და თქვა, რომ დავით კოღუაშვილს თავისი განცხადების გამო სერიოზული განმარტებების გაკეთება მოუწევს.
”მე ადრეც ვთქვი – როგორც მოიყვანეს, ისე წაიყვანონ-მეთქი. ამაზე ჯერჯერობით მსჯელობა არ არის, თუმცა მე ვფიქრობ, რომ დავით კოღუაშვილს ალბათ, მოუწევს ჩვენთან განმარტებების გაკეთება”, – განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრმა, დავით კოღუაშვილმა “ქართული გაზეთი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილი გარემოების მძევალია, გიგი უგულავას კი, ქვეყნისთვის გაცილებით მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია გარეთ, ვიდრე საკანში.
კომენტარები