მიხეილ სარჯველაძის თქმით, ის, რომ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ევროკავშირის მე-11 რეკომენდაციას მხარი არ დაუჭირა, დასანანია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებამ პოლიტიკური ძალის ნამდვილი ჩანაფიქრები ამხრილა.
„სტრატეგია აღმაშენებელმა“ საერთოდ არ დაუჭირა მხარი არც სიტყვით, არც ხმის მიცემით. ეს, რა თმა უნდა, დასანანია, იმიტომ რომ უკეთესი იქნებოდა კონსენსუალური ყოფილიყო მოცემულობა. ამის მიუხედავად, კანონს არაფერი დაჰკლებია, მაგრამ, მგონია, რომ ამგვარმა უმოქმედობამ ამხილა ნამდვილი ჩანაფიქრები, როგორიც შეიძლება ჰქონდეთ ისეთ დესტრუქციულ გუნდს, როგორიც არის „სტრატეგია აღმაშენებელი“, – მიიჩნევს სარჯველაძე.
ევროპული რეკომენდაციის შესრულებას მხარი სტრატეგია აღმაშენებელმა არ დაუჭირა. საუბარია მე-11 პუნქტზე, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულ გამოყენებას ეხება. პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ვაშაძის პარტიაში თავისმართლება სცადეს და დასახელდა სხვადასხვა მიზეზი.