საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯორჯია მელონის იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე იტალიის უწყვეტი მხარდაჭერის იმედი აქვს.
„იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ვულოცავ ჯიორჯია მელონის. მოუთმენლად ველოდები საქართველო-იტალიის ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე. საქართველოს ევრო-ატლანტიკურ გზაზე იტალიის უწყვეტი მხარდაჭერის იმედი აქვს“, – წერს პრემიერ-მინისტრი.
Congratulations to @GiorgiaMeloni on her appointment as Prime Minister of Italy. Looking forward to further strengthening 🇬🇪-🇮🇹 relations both on bilateral and multilateral level. On its Euro-Atlantic path, Georgia counts on Italy’s continued support.
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) October 22, 2022