ხორვატიის დედაქალაქი ყირიმის პლატფორმას მასპინძლობს. ხორვატიასთან ერთად, მასპინძელი ქვეყანაა უკრაინა. ხორვატიაშია ქართული დელეგაცია.
შალვა პაპუაშვილი დღეს მთავარ სესიაზე სიტყვით გამოსასვლელად ემზადება. ის მთავარი ტრიბუნიდან ისაუბრებს იმ გზაზე, რომელიც საქართველომ რუსეთთან ბრძოლაში რამდენჯერმე უკვე გაიარა და იმ გამოცდილებაზეც, თუ როგორია რუსული აგრესიის მძიმე შედეგები.
სასტუმროში, სადაც ღონისძიება გაიმართება, დაუგეგმავად შეხვდნენ ერთმანეთს რუსლან სტეფანჩუკი და შალვა პაპუაშვილი.
კომენტარები