დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის მხარდასაჭერად და მისი ეკონომიკის აღსადგენად ახალი ფონდი შეიძლება შექმნას. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Daily Telegraph-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ინფორმაციით, ეს „უკრაინისათვის მარშალის გეგმის“ მსგავსი შეიძლება იყოს. ბრიტანელი პოლიტიკოსის მეგობრები დარწმუნებულნი არიან, რომ „ბორის ჯონსონი ბევრ ფულს მოაგროვებს“ კერძო დონორებისგან.
მარშალის გეგმა ევროპის ქვეყნებისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ეკონომიკური დახმარების პროგრამაა, რომელიც შეიქმნა ომის შედეგად განადგურებული ევროპის ეკონომიკის აღორძინებისთვის.
კომენტარები