მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენის პროცესს საზოგადოება აკვირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
“ვაგრძელებთ სახალხო დამცველის კანდიდატების მოსმენას. მნიშვნელოვანი, რომ ამ პროცესს აკვირდება საზოგადოება. ჩვენ ვსვამთ იმ შეკითხვებს, რომელიც აუცილებელია, რომ საბოლოოდ გავზომოთ მიუკერძოებლობისა და კვალიფიკაციის კრიტერიუმი, რასაც შერჩეული კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს”, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
კომენტარები