პრაიმერიზი არის ერთგვარი მაღალი მატერია, თუმცა, ფანჩატური და პრაიმერიზი ერთმანეთთან შეუთავსებელია. მათ უნდათ, პრაიმერიზი ფანჩატურში ჩაატარონ, რაც წარმოუდგენელი მოვლენაა, შესაბამისად, სერიოზულად ვერ შევაფასებ, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, როცა საუბარია როლების გადანაწილებაზე ან შეკრებაზე, გამორიცხულია რაიმე ჯამის შეცვლა.
„ეს არის რამდენიმე ნულოვანი რეიტინგის მქონე პოლიტიკური სუბიექტი. გამორჩეულად ოდიოზური და არაკეთილსინდისიერი ფიგურები არიან, საუბარია ვაშაძეზე, ჯაფარიძესა და ხოშტარიაზე. თუ ვინმე დღეს ქართულ პოლიტიკაში არაკეთილსინდისიერია, ეს გვარები გვახსენდება. აქედან გამომდინარე, მათი შეკრებით ვერავითარი ცვლილება ვერ განხორციელდება“, – განაცხადა კობახიძემ.
